გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, თუ საიდან გავიგე, რომ "კამიტი" შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო, რაც სტატიიდან შევიტყვე, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ, -  ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

"ვისაუბრე იმაზე თუ ვინ ვარ მე, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს და სად ვმუშაობ. ასევე კითხვები ეხებოდა იმას, რომელიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. 

ასევე საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, და კიდევ ერთხელ ვისაუბრე, რას ვფიქრობ ქართულ ოცნებაზე, იმ განცხადებებზე, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე "ოცნების" ქმედებებთან დაკავშირებით. 

ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, თუ საიდან გავიგე, რომ "კამიტი" შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო, რაც სტატიიდან შევიტყვე, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ. ამას ისინი აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მაგისტრატი მოსამართლის წინაშე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოიკითხა.