ეკლესია დღეს დუმს, სამწუხაროდ და ეს დუმილი მათთვის არის დიდი ბოროტება, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ სამღვდელოებას უნდა წაართვან ამბიონი, ვინც ამ ხელისუფლებაზე არაფერს ამბობს.

"სასულიერო პირების როლი, იმწუთასვე უნდა გამოხატულიყო, როდესაც ეს ხდებოდა. სანამ ჩვენ ევროპა გვეტყვის, რომ ჩვენი მთავრობა გვკლავს, გვხოცავს და გვწამლავს, მანამდე ჩვენ თვითონ უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი. ევროპა იმიტომ არ უნდათ, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ. კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება, რა უბედურებასაც ეს მთავრობა აკეთებს.

მათთვის არის მღვდლობა შესაჩერებელი და ამბიონიც წასართმევი იმიტომ, რომ მაინც არაფერში იყენებენ მაგ ამბიონს და არაფერს არ ამბობენ, არც ქრისტეზე, არც ჭეშმარიტებაზე და არც ამ მთავრობის ბოროტებაზე. ამიტომ, ეკლესია დღეს დუმს, სამწუხაროდ და ეს დუმილი მათთვის არის დიდი ბოროტება", - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.