საქართველოში მშენებლობები გადაგვექცა პრობლემად და არა სიკეთედ, თორემ ნებისმიერ მშენებლობას მოაქვს სიკეთე და კარგია, რომ მშენებლობებია, მაგრამ ამას ინფრასტრუქტურის განვითარებაც უნდა მოჰყვეს, -  ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება ქვეყანაში, მათ შორის ინფრასტრუქტურის მხრივ.

"ფაქტია, რომ ფხაკაძემ და წულაიამ იყიდეს ბრენდი. ეს ადამიანები არიან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულები, ერთ-ერთი სპორტსმენის გამოჩენა კი ეს არის ისევ პროპაგანდის ნაწილი.

ფაქტია, რომ საქართველოში მშენებლობები გადაგვექცა პრობლემად და არა სიკეთედ, თორემ ნებისმიერ მშენებლობას მოაქვს სიკეთე და კარგია, რომ მშენებლობებია, მაგრამ ამას ინფრასტრუქტურის განვითარებაც უნდა მოჰყვეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ცუდი მენეჯმენტის და "ქართული ოცნების" პირობებში ის, რამაც შეიძლება ქვეყანას სიკეთე მოუტანოს, ხდება საზიანო იმიტომ, რომ არის კორუფციული, ნეპოტიზმის ინტერესები, არის უცოდინარობა და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება ქვეყანაში, მათ შორის ინფრასტრუქტურის მხრივ", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

თბილისში დონალდ ტრამპის გლობალური ქსელის ცათამბჯენის  Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 70 სართულისგან შედგება.