"ფედერალისტებისთვის" ამით არაფერი იცვლება, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში, როდესაც პარტიებს დაუპირეს აკრძალვა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სანამ ერთი პარტია მაინც არის რეჟიმის მიერ აკრძალული, ამას პოლიტიკური პროცესის მკვლელობად ვიღებთ, - ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პირობებში არანაირ ფორმალურ პროცესებში მონაწილეობას მათი გუნდი არ მიიღებდა, იქნებოდა ეს არჩევნები, კომისიები თუ სხვა რამ.

"ფედერალისტებისთვის" ამით არაფერი იცვლება, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში, როდესაც პარტიებს დაუპირეს აკრძალვა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პარტიებთან, სანამ ერთი პარტია მაინც არის რეჟიმის მიერ აკრძალული, ამას ვიღებთ პოლიტიკური პროცესის მკვლელობად და ჩვენ არ შევდივართ ასეთ პროცესში, ამიტომ, ჩვენთვის არაფერი არ იცვლება - სამი იქნებოდა, 7, ჩვენც დავემატებოდით, თუ არ, ვთვლიდით, რომ პოლიტიკური პროცესი ასეთ პირობებში არ არსებობდა და შესაბამისად, არანაირ ფორმალურ პროცესებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებდით, იქნებოდა ეს არჩევნები, კომისიები თუ სხვა რამ ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, დღეს გამოითხოვენ პარტიების აკრძალვაზე ძველ სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ ახალი სარჩელით, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ, დაემატება პარტია "ფედერალისტები".