ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ კუბერნატმა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

საელჩოს განცხადებით, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.

"ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ კუბერნატმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს, რაც იყო იმ ადამიანთა გამბედაობისა და თავგანწირვისადმი პატივისცემა, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს.

მათი ხსოვნა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება", - აღნიშნულია განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველებს რუსული ტანკები დაუპირისპირდა. მათ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს და დახოცეს.დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.