ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, დღეს ყველა იხსენებს 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს.

“ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ. ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველებს რუსული ტანკები დაუპირისპირდა. მათ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს და დახოცეს.დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.