ჩვენი და პროკურატურის პოზიცია ამ შემთხვევაში ემთხვევა, რომ ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური განცხადების გამო დაკავებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პროკურატურა პოლიტიკურ განაცხადს დანაშაულად თვლის.

"ჩემი, ჩვენი და პროკურატურის პოზიცია ამ შემთხვევაში ემთხვევა და იცით, რაში ემთხვევა? - იმაში, რომ ლევან ხაბეიშვილი არის დაკავებული იმის გამო, რომ მან გააკეთა პოლიტიკური განცხადება. ამას ამბობს ბრალდების მხარეც, მაგრამ ამას თვლიან დანაშაულად იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატორულ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური განცხადებები თურმე დასჯადი ყოფილა, ამიტომ ლევანი ბრალი არის აბსოლუტურად აბსურდული, მას სამართალთან კავშირი არ გააჩნია.

სოლიდარობა ლევანს, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.