საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ეს გზა ევროკავშირისკენ არ მიდის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს გზა ევროკავშირისკენ არ მიდის, ამიტომ, ქართველი ხალხისთვის ჩვენი ძლიერი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კაია კალასმა.