ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან საქართველოს პატრიოტები, მათ არ ამოძრავებდათ არანაირი განზრახვა კანონის დარღვევის, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდეომტკიცებულებებში ამ მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის სიყვარული ჩანს.

"ვიდეომტკიცებულებები საზოგადოებას უკვე არაერთგზის აქვს ნანახი, ეს ვიდეომტკიცებულებები მოწმობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან საქართველოს პატრიოტები, რომ მათ არ ამოძრავებდათ არანაირი განზრახვა კანონის დარღვევის. მათი მიზანია საქართველოს კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, მათი მიზანია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ჰქონდეს. მათ ვერცერთ მიმართვაში ვერ ნახავთ რაიმე კრიმინალურს, ესენი არიან გულანთებული პატრიოტები და ამ ადამიანების სურვილი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობაა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.