ოთხი თვეა თავს ველაპარაკები, რომ ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი. აბსოლუტურად მართალი ვარ, ამიტომ ჩემ სიმართლეს ამ ქვეყანაში თუ არა, ევროპულ სასამართლოში დავამტკიცებ, - ამის შესახებ " ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში მხოლოდ მისი სიტყვები და პოლიტიკური განცხადებები დევს.

"ოთხი თვეა, თავს ველაპარაკები, რომ ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი. აბსოლუტურად მართალი ვარ, ამიტომ ჩემ სიმართლეს ამ ქვეყანაში თუ არა, ევროპულ სასამართლოში დავამტკიცებ. ხაბეიშვილმა ვინმეს, რა ფული და ქრთამი უნდა შესთავაზოს, რა ფული, რის ფული.

ჩემს შვილებს მინდა ვუთხრა, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემგან დაგხვდებათ ადამიანობა და კაცობა. 

ამ საქმეში, ჩემ წინააღმდეგ ერთადერთი არის შემდეგი რამ - "ხაბეიშვილმა თქვა". „ხაბეიშვილმა თქვა", ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული? ამბობთ, რომ "ხაბეიშვილმა თქვაო“ და ამით თქვენ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეც ვერ მიხვალთ. დღეს უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი, რომელიც "თქვაზე“ ვზივარ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.