ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე არ მახსენდება: „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია“, „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი“, „პლედებით გადატრიალება“ - ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ ყოფილა.

"სამართლიანობასა და პოლიტიზებულობას ვინღა ჩივის. ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე უბრალოდ არ მახსენდება:
- „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია”
- „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი”
- „პლედებით მოწყობილი გადატრიალება”
- „240 000 ამომრჩეველთან პირადად არ დალაპარაკება”

საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, "თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ. ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!

რეჟისორებო და მწერლებო ამა ქვეყნისა! ისარგებლეთ ამ მომენტით. საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ გქონიათ და არც გექნებათ სამომავლოდ“, - წერს ელენე ხოშტარია.