ივანიშვილი ქვეყანას მიაქანებს ზუსტად იმ ქაოსისკენ, სადაც შეიძლება ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკა, გადაზიდვები, ტვირთები სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის სიხარბე, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"სხვათა შორის, "რუსნეფტი" არის გუცირევის კომპანია, რომელიც კრემლთან ახლოს არის და ბიძინა ივანიშვილისგან მან თავის დროზე მილიარდის ქონება შეისყიდა რუსეთში. ეს არის ძალიან სერიოზული რისკი, რომ საქართველო აღმოჩნდეს ქაოსში, სადაც მიათრევს ბიძინა ივანიშვილის ძალადობისა და ქაოსის რეჟიმი.

ივანიშვილი ქვეყანას მიაქანებს ზუსტად იმ ქაოსისკენ, სადაც შეიძლება ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკა, გადაზიდვები, ტვირთები სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის სიხარბე ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიდმა ბრიტანეთმა 18 დეკემბერს დაასანქცირა რუსნეფტი, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის.