გეპატიჟებით თქვენ, ირაკლი კობახიძეს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას, -  ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს თავისი უფლებების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით.

"საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით.

ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975):

[წევრი სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება.

ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.

ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, გეპატიჟებით თქვენ, ირაკლი კობახიძეს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას", - წერს ელინა ვალტონენი.