"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში გაეძლიერებინა რუსული გავლენები, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო უშუალოდ კრემლის დაინტერესება.

"დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა უბრალოდ წარმოუდგენელია ახალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე. სამართლიანი არჩევნები თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ მთელი ის დრაკონული კანონები, რომელიც მიღებულია, უნდა გაუქმდეს, ცესკო უნდა დეპოლიტიზირდეს, რაც აქამდე არ მომხდარა, სამწუხაროდ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. 

"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში გაეძლიერებინა რუსული გავლენები იმისთვის, რომ რუსულ ბიზნესებს ჰქონოდა საქართველოში სასათბურე პირობები და ამის მიუხედავად, მათ ვერაფრით ვერ მოახერხეს უშუალოდ კრემლის ყურადღების მიქცევა", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.