როგორც ე.წ. ცოცხების, ასევე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი არის დადგმული და მთავარ ორგანიზატორებს, დამდგმელებს - ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახებ არაერთ საჯარო განცხადებაში აქვთ ნათქვამი. ჩვენ მოვითხოვთ გენერალური პროკურორისა და ზოგადად პროკურატურისგან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, ხალხს დაარწმუნეს ასეთი შემზარავი დანაშაულის რეალური არსებობა და მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა  ქვეყანას.

"14 წელი გავიდა საქართველოში რუსული სპეცოპერაციიდან, ციხის. ე.წ. კადრების გავრცელებიდან. მე შეგახსენებთ, რომ 14 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მალავდა სიმართლეს, როგორც ე.წ. ცოცხების, ასევე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი, არის დადგმული და მთავარ ორგანიზატორებს, დამდგმელებს - ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახებ არაერთ საჯარო განცხადებაში აქვთ ნათქვამი. ჩვენ მოვითხოვთ გენერალური პროკურორისა და ზოგადად პროკურატურისგან  ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. ყველა იმ ადამიანის დასჯას და გამოკითხვას, ვინც მონაწილეობას იღებდა, რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ოპერაციაში. ეს იყო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, ხალხს დაარწმუნეს ასეთი შემზარავი დანაშაულის რეალური არსებობა და მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას. შეგახსენებთ, რომ მაშინ საუბარი იყო 26 ათას მითიურ ქართველ ვაჟკაცზე, რომელიც არ არსებობდა, რადგან ერთი ხომ მაინც იქნებოდა, რომელიც ჩვენებას დაწერდა, ხმამაღლა ისაუბრებდა, ან შურს იძიებდა და ამის შესახებ გაიგებდა საზოგადოება. დღეს არის რეჟიმი, რომლის პირობებშიც ხდება ისეთი დანაშაული, როცა ქართველი კაცი და ქართული ოჯახი, ამტკიცებს, რომ მოხდა გაუპატიურების ფაქტი და არ იძიებენ ამ საქმეს. მაშინ გაიღო ციხის კარები, შევიდნენ უფლებადამცველები, არასამთავრობოები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, სისტემა აშავებს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შემზარავ დანაშაულებზე საუბრობენ, ამიტომაც, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.