პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ლევან ზაუტაშვილი დღემდე რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.