საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება 20 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდება, - ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მას წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.