ივანიშვილის ძალაუფლებისა და მმართველობის შემზარავი სახეა ეს. მოუმზადებლად, ყოველგვარი ეთიკური და პროტოკოლის ნორმების დარღვევით წარადგინა ამ ადამიანმა თავისი თავი, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თამარ ბაგრატიონის აშშ-ში გლობალურ სამიტზე გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სისტემის ხალხსაც არ თვლის ადამიანად.

"ივანიშვილის ძალაუფლებისა და მმართველობის შემზარავი სახეა, ჩემი აზრით. ეს არის ის, რომ საკუთარი სისტემის ნაწილაკებსაც კი ასე ეპყრობა, რომელმაც, წესით, ქვეყანა უნდა წარმოადგინოს.

ადამიანი არის მოუმზადებელი, არ იცის ენა, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ენა რომ არ იცის, მაგრამ არსებობს პროტოკოლი, თარჯიმანი, ეთიკა, თავმოყვარეობა, მაგრამ ეს არ აინტერესებს ივანიშვილს, მისთვის მთავარია პროპაგანდა, რომ ატრიალონ მერე, რაც სამარცხვინო წარდგენა იყო ქვეყნის, ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან შემზარავია და გულწრფელად რომ გითხრათ, საკუთარი სისტემის წარმომადგენლებსაც ასე ექცევა - მოუმზადებლად, ყოველგვარი ეთიკური და პროტოკოლის ნორმების დარღვევით წარადგინა ამ ადამიანმა თავისი თავი.

ფაქტია, რომ ივანიშვილი საკუთარი სისტემის წარმომადგენლებსაც კი არაფრად თვლის, მისთვის ადამიანი არ წარმოადგენს ღირებულებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.