ყველაზე დიდი სირთულე არის ჰორმუზის სრუტე. ამ ომით და სრუტეში არსებული ვითარებით დაზარალდა ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ევროპის ქვეყნებია, ანუ, მსოფლიო კრიზისის შემქმნელია, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

"მხარეების პოზიციები ჯერ მაინც დაშორებული მგონია. არ ადასტურებს ერთი მხარე, მაგრამ საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ ასეთი საუბარი - ირანსა და ამერიკას შორის ნამდვილად შედგა და მხარეებმა პოზიციები გაცვალეს.

მთავარი გამოწვევა დღე ამ სამხედრო ოპერაციისთვის არ არის სამხედრო კომპონენტი, რასაც ისრაელი და ამერიკა აწარმოებენ, ყველაზე დიდი სირთულე არის ჰორმუზის სრუტე, საიდანაც გამოდის მსოფლიო ნავთობის 25%, სხვა ნივთიერებები, რომელიც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში, აქედან გამოდის თხევადი გაზის დიდი ნაწილი, რომელიც მთელ მსოფლიოს ამარაგებს და ამ ომით და სრუტეში არსებული ვითარებით დაზარალდა ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ევროპის ქვეყნებია, ანუ, მსოფლიო კრიზისის შემქმნელია", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.

23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების დადება ხუთ დღეში ან უფრო ადრეც შეიძლება. მისივე თქმით, თეირანს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება სურს.