ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს არაფრის გამიჯვნა არ მოგვიხდენია, ამას აკეთებს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები. როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე არის საუბარი, ეს ვერ შეერაცხება პოლიტიკური პარტიას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, დღეს სასამართლო დარწმუნდეს, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები არ არის რელევანტური პარტიის გაუქმების საკითხთან.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავის სტრატეგია საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმატი ხშირად ვერ და არ ითვალისწინებს ისეთი საკითხებზე მსჯელობას, რომელიც პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხია. ჩვენ წმინდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპებიდან გამომდინარე ვცდილობთ, დავამტკიცოთ, რომ პარტიის გაუქმების კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ეს არის დაცვის სტრატეგია. მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაინახოს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვისთვის. შესაბამისად, პოზიცია სასამართლოსი, მოსარჩელის თუ სხვა ადამიანების, რომ პოლიტიკური ბრალდებების გაქარწყლება მოხდეს, არის სწორედ „ქართული ოცნების“ და სასამართლოს მიზანი,  მუდმივად წარსულის ორომტრიალში ვაწარმოოთ ჩვენი იურიდიული დებატები. მთავარი ამოცანაა, დღეს სასამართლო დავარწმუნოთ, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები არ არის რელევანტური პარტიის გაუქმების საკითხთან, ეს კონკრეტული ამოცანა გვაქვს. 

ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს არაფრის გამიჯვნა არ მოგვიხდენია, ამას აკეთებს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები. როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე არის საუბარი, ეს ვერ შეერაცხება პოლიტიკური პარტიას. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სხვა შეფასება არის პოლიტიკური დებატები. თუ ვმართავთ პოლიტიკურ დებატებს, მაშინ კი ბატონო, ვიხელმძღვანელებთ იმ დოკუმენტებით და არგუმენტებით, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ, უბრალოდ, სასამართლოს ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას. მე მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა საუბარი. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, უკვე სასამართლოს გარეთ, რომ ეს სარჩელი, მათ შორის მოსამართლეების ცალკეული პოზიციები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და დაუსაბუთებელი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.