მიხეილ სააკაშვილი სადაც არის, იქ არის "ნაციონალური მოძრაობა", არანაირი ცალკე დაჯგუფებები და განყოფილებები აღარ არსებობს, არ არსებობენ "საბოტაჟნიკები", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, არსებითი არის ის, რომ ყველა ორიენტირებული იყოს საქმეზე და არა იმაზე, თუ ვის რა სტატუსი ექნება. 

"მიხეილ სააკაშვილი სადაც არის, იქ არის "ნაციონალური მოძრაობა", არანაირი ცალკე დაჯგუფებები და განყოფილებები აღარ არსებობს, არ არსებობენ "საბოტაჟნიკები", აქ საუბარია იმაზე, რომ კონკურენცია უნდა გაიზარდოს, კონკურენცია საქმეში და არა რაღაც თანამდებობების ძიებაში - ეს არის მთავარი.

არსებითი არის ის, რომ ყველა ორიენტირებული იყოს საქმეზე და არა იმაზე, თუ ვის რა სტატუსი ექნება. 

სადაც არის მიხეილ სააკაშვილი, იქ არის "ნაციონალური მოძრაობა", იქ ვარ მე და თითოეული წევრი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რეფორმატორთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს,  ნანუკა ჟორჟოლიანი კი საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას შეასრულებს.