საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

პოლონეთის საელჩო სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას გმობს.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.