მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. 

კომისიის განცხადებით, შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი დასკვნები, რომ "ქართულმა ოცნებამ"  გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. 

"ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი დასკვნები, რომ "ქართულმა ოცნებამ" გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებში დამწვრობები და ხანგრძლივი ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვია და ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების დარღვევას, რისი დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი სანქციები ქართულ ოცნებას აყენებს ერთ გაერთიანებაში რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერს იშურებენ.

ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI Act, ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს დამატებით ბერკეტებს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ავტორები არიან სენატორი როჯერ უიკერი, ჯო უილსონი, შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი.