ის უკვე წყლის ჭავლი არ არის, თუკი მასში შერეულია რაიმე ტიპის ნივთიერება, - ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.

"დარბევებიც უკანონო იყო. საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება სწორედ ამ ფილმში დასახელებულ კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

მე ვფიქრობ, რომ ახლა რა გამოძიებაც მიმდინარეობს, ეს ნამდვილად არ არის გამოძიება. როცა სპეციალურ საშუალებას იყენებენ, აუცილებელია, ის იყოს კანონის შესაბამისად გამოყენებული, რაიმე სხვა ნივთიერების მოხვედრაც კი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ, რომ ის უკვე წყლის ჭავლი არ არის, თუკი მასში შერეულია რაიმე ტიპის ნივთიერება. ეს ყველაფერი იმ საერთაშორისო სტანდარტით უნდა იყოს დაცული, რომელიც გაეროს აქვს მითითებული, რომელსაც იყენებს ყველა ის სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.