მე ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ ალიანსი შენარჩუნდეს, ეს არის ჩემი ამოცანა, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან მომავლისთვის, არ შეიძლება მუდმივად წარსულში ჩაბრუნებული მზერით იყვნენ.

"შევხედოთ ჩემთვის სრულიად გაუგებარ ურთიერთგაშავების კამპანიას მთლიანად ოპოზიციაში, არა მარტო ალიანსში, მაგრამ განსაკუთრებით ალიანსის მიმართაა ეს და მეორე მხრივ, შევხედოთ, პროტესტში რა ხდება - რაღაც ურთიერთდაჭმა მიმდინარეობს.

ასეთი რაღაცები, თან დროში ურთიერთდამთხვევით და თითქმის თემებსა და მეთოდებშიც, არასდროს არ ხდება შემთხვევით. კიდევ ერთი - ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მომავლისთვის, არ შეიძლება მუდმივად წარსულში ჩაბრუნებული მზერით ვიყოთ.

მე ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ ალიანსი შენარჩუნდეს - ეს არის ჩემი ამოცანა ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.