"ოცნების” მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას, - ამის შესახებ "ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები.

"ოცნების” მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას.

დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები. არც ისაა გამორიცხული, რომ საწვავი რუსეთის ტერიტორიაზე  ყოფილიყო გადატანილი.

ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.