რეჟიმი, რომელმაც ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს, აღიარებს იმ პოლიტიკურ განაცხადს, რომლითაც პუტინი წარდგა ამ ფორუმზე, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი არ იყო ამ ფორუმზე დასწრება.

"ქართული ოცნება" არის ომის, ძალადობისა და ქაოსის რეჟიმი იმიტომ, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებს, თუ ასეთად შეიძლება, ჩაითვალოს კობახიძე, "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენელს, არ ჰქონდა. 

ეს არის ფორუმი, სადაც პუტინმა ძალიან ღიად და საჯაროდ განაცხადა, რომ პრაქტიკულად, ის ქვეყნები, რომლებიც ესწრებიან ფორუმს, უნდა იყვნენ პოლიტიკურად და საერთაშორისო ალიანსებისგან ნეიტრალურები. 

რეჟიმმა, რომელმაც ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და ყველას მსოფლიოში, პრაქტიკულად, აღიარებს იმ პოლიტიკურ განაცხადს, რომლითაც პუტინი წარდგა ამ ფორუმზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრება.