კრიზისია ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ძალიან ავნებს, პირველ რიგში, საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანთან საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება წინდაუხედავი და ახლომხედველური ნაბიჯია.

"კრიზისია ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას, თუ ეს ასე არ გაკეთდა, ძალიან მნიშვნელოვნად ავნებს, პირველ რიგში, საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესებს. 

ეს ზიანი იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური და სატრანზიტო, არამედ ეს იქნება პოლიტიკური ზიანიც იმიტომ, რომ ჩვენთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ეს არის წყარო ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების და ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ძალიან წინდაუხედავი და ახლომხედველური ნაბიჯია, მეტი რომ არაფერი ვთქვათ", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.