საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

"შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციაზე მზარდი ზეწოლით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, დაპატიმრებებით და დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი რეპრესიული კანონების მიღებით. ეს ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს.