თბილისში მიმდინარე აქციებს დღეს რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მსვლელობა, მათ შორის 14:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში თბილისის საქალაქო სასამართლომდე, 15:00 საათზე - ვასო აბაშიძის თეატრიდან, მასწავლებლების მარში, 15:00 საათზე - გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე, „ქუთაისელების მარში“, 16:00 საათზე - ფილარმონიიდან პარლამენტამდე „სვანების მარში“, 17:00 საათზე - ევროპის მოედნიდან "აჭარლების მარში“, 17:00 საათზე - ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მოდის სფეროს მარში, 18:00 საათზე - ვაკის პარკიდან პარლამენტამდე "რაჭველების მარში“, 18:00 საათზე - ბუკიას ბაღიდან პარლამენტამდე "არაგველების მარში“, 18:00 საათზე - მზიურის პარკიდან პარლამენტამდე "ქართლელების მარში“, 18:00 საათზე - მარჯანიშვილის მოედნიდან "იმერლების მარში“, 19:00 საათზე - თსუ-დან "მეგრელების მარში“, 19:00 საათზე - რესპუბლიკის მოედნიდან, „მესხების მარში“ გაიმართება.

საბოლოო შეკრების ადგილი კვლავ რუსთაველის გამზირია.

მათი მოთხოვნები უცვლელია - განთავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

თბილისსა და რეგიონებში პროტესტი 24 დღეა, გრძელდება.

უწყვეტი პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა.