ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ოდრა პლეპიტესთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბაიბა ბრაჟეს შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს, განხილვის მთავარი თემა იყო სანქციების დაწესება ივანიშვილის რეჟიმისთვის.

"პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო არ უნდა დაისაჯონ საქართველოს მოქალაქეები, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო მიმოსვლა და სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს და მოძალადეებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ქართველი ხალხის უფლებებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.