კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შემთხვევა სოფელ კავთისხევში გვიან ღამით მოხდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.