რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესოს.

"ვფიქრობ, აშშ-მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ასეთ დროს არასაკმარისი ზომები არასწორი მესიჯია. მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს.

საქართველო თავისუფლების მოყვარული ხალხის სახლია. ისინი ოდესღაც რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ახლა წარსულში დაბრუნება აღარ სურთ", - წერს უიკერი.