თბილისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას დღეს სხვადასხვა კუთხის და სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით შეუერთდნენ.

თბილისში დღეს იმერლების, მეგრელების, რაჭველების, მესხების, მთიულების, სვანების და სხვა კუთხის წარმომადგენლების მსვლელობები გაიმართა.

დედაქალაქში საპროტესტო მარში გამართეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

მათი მოთხოვნა აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

თბილისის პარალელურად საპროტესტო გამოსვლები რეგიონებშიც გრძელდება.