თუ ცვლილებები მართლა გვინდა, პოლარიზაცია ოპოზიციამ უნდა დავასრულოთ, - აცხადებს პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს და ცვლილებებზე ორიენტირებულ ამომრჩეველს მიმართავს.

"წითელი ხაზი არის არა კითხვაზე პასუხის გაცემა, იღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არამედ, როგორ არჩევნებში  მონაწილეობ.

ამიტომ, ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება.

ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე.

რადგან, როდესაც ცვლილებაზე ორიენტირებული ადამიანების ნაპირი კიდევ უფრო გაბევრდება, ეს უფრო ეფექტიანი გზა იქნება პოლარიზაციის დასასრულებლად, ვიდრე იმის მოლოდინი, "ოცნება" როდის გააკეთებს ამას, მით უმეტეს, რომ ამის სურვილი მათ არ აქვთ", - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.