როგორ დაასრულებენ? ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო “ოცნებას”, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ. ეს არის მიზანი, რაც ამ წუთში აქვთ, -  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ველსაც ასუფთავებენ და უსუფთავებენ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, თვეებია იმეორებენ, რომ ძველი სახეები უნდა წავიდნენ.

"როგორ დაასრულებენ? ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო “ოცნებას”, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ. ეს არის მიზანი, რაც ამ წუთში აქვთ.

დაკავების მიზანი, ალბათ, სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ან “ჩვენს პირობებზე დავლაგდებით, ან ხალხს, ვისაც თქვენ ელაპარაკებით, ქვეყნიდან გავუშვებთ ან ციხეში ჩავსვამთ”. მეორეა ის, რომ პოლიტიკურ ველსაც ასუფთავებენ და უსუფთავებენ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, თვეებია იმეორებენ, რომ ძველი სახეები უნდა წავიდნენ და ახალმა სახეებმა რაღაც უნდა ქნან. უტოვებენ მათ ბურთს და მოედანს. გასაგებია, რომ ვიღაცები ამას აიღებენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.