საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

რკინიგზის ცნობით, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

"უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.

ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.