ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

როგორც ცნობილია, მამაკაცს ოჯახი ორი დღე ეძებდა.

ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.