გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშვებთან ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.