თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს თავისუფლების 10 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.

მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.