თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა  გამოაცხადა. 

გელა ხასაიას გამოძიება 31 მარტის აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ის პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.