"კოალიცია ცვლილებებისთვის" ინფორმაციით, "დროას" ოფისიდან გასვლის შემდეგ ნოდარ ჩაჩანიძე, აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია დააკავეს.

ასევე, პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომლითაც გიგა ლემონჯავა გადაადგილდებოდა და გაჩხრიკა.

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ შუშანია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია "დროას" ოფისთან სუსის განსაკუთრებული მობილიზებაა.