მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის ინფორმაციით, ნია იმნაძეს 7 მაისს სასამართლო პროცესზე იძულების წესით მიიყვანენ.

"მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 7 მაისს, 16:00 საათზე, იძულების წესით, ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე! პროკურორო ქეთი სონიძევ, სუპერი ხართ!!!!“, - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, გასულ წელს არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს.