შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.