საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას სასჯელის ვადა დღეს ამოეწურა. 

ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

პენიტენციურ დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

ანატოლი გიგაურს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, მაგრამ სასამართლომ ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რაც წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.