ახალგაზრდა მამაკაცი ზვიად ახრახაძე, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, - ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"როგორ მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდი, საუკეთესო ადამიანი იყავი და იქნები ჩემო მეგობარო, ძალიან დამწყდა გული ძალიან, გამძლეობა შენს ოჯახს, შენს მკვლელს სიცოცხლე არ უნდა ეღირსოს!!!!" - წერს ზვიად ახრახაძის ახლობელი სოფი ხულელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე ცნობით, ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი წყნეთში, ხევში იპოვეს.

ზვიად ახრახაძე 5 აპრილს გაუჩინარდა, ღამის 12 საათზე გავიდა სამსახურიდან, 3-ის ნახევრის შემდეგ კონტაქტი გაწყდა და მას შემდეგ ეძებდნენ.