მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად, - ამის შესახებ მეუფე ზენონმა "ტვ პირველის" ეთერში, “რეაქციაში“ განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, მას შემდეგ, რაც შიო პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა, გამოჩნდა, რომ არის უსამართლო და სამართლიანი მსჯავრი არ აქვს.

"როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს, ეს მოხდა მეუფე დიმიტრის, პატრიარქის ძმისშვილის აქტივობით. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლიანი უამრავ რაღაცაში. მე არ ვაპირებდი ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ რომ ვიაზრებ, რა ინფორმაციებიც მომდის, რომ ტროლ-ბოტებს რომ ამზადებენ კანდიდატების წინააღმდეგ და თანხებს ურიცხავენ ამათ შეფებს, როგორ გააშავონ ეს კანდიდატები.

2002 წელს, უწმინდესი მეძახის, შორენამ დამირეკა, ჩამოვედი, შევხედე შორენას, რაღაც ისე ვერ არის, რა ხდება მეთქიო და შედი და გეტყვისო. შევედი, მეუფე დანიელი, მეუფე დავითი ალავერდელი, რამდენიმე სასულიერო პირი, უწმინდესი მეუბნება, წაიკითხე ეს წერილიო - შევარდნაძის წერილი, სადაც პატრიარქს ელაპარაკებოდა პრობლემებზე და ეუბნება, რომ ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკოპოსად, ეს როგორ შეიძლება და მეუფე შიო. მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს შევარდნაძე. მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში. ეს იყო მცდელობა მღვდელმთავრებს შორის განხეთქილების. მეუფე შიო არანაირი აქტიური სახე არ იყო. ის შემოვიდა უკვე ციანიდის ამბებიდან აქტიურად", - განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, მთავრობა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე იბარებდა, რომ მეუფე შიო ყოფილიყო პატრიარქი.