10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 644

 

11:30 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418

(C კორპუსი, IV სართული)

 

12:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მიმართულებით მოქმედი დაწესებულებები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.33. I სასწავლო კორპუსის ფოიე.

 

12:00 საათზე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის ბრიფინგი გაიმართება რძის და რძის პროდუქტების უვნებლობის თემაზე.

მისამართი: მარშალ გელოვანის 34

 

13:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

(C კორპუსი, IV სართული)

 

14:00 საათზე - პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

 

15:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)