11:30 საათზე - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე "მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მკვლელობის ვერსიები, დაზარალებული ოჯახის პოზიცია და დეტალები.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599726565

12:00 საათზე - ოფიციალურად დაფუძნდება ახალი მოძრაობა „ახალგაზრდული ძალა“, რომელიც სრულად იქნება დაკომპლექტებული ახალგაზრდებით,

მისამართი: "ტერმინალის“ აბაშიძის ფილიალი. აბაშიძის ქ.34

საკონტაქტო პირი: თედო ზოიძე 574097745

 

12:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს TED ლიცენზიის მქონე საერთაშორისო მასშტაბის ინგლისურენოვან ღონისძიებას TEDxTSMU.

წლევანდელი ღონისძიების თემაა ხიდების შენება - ბარიერების დამსხვრევა / Building bridges braking barriers. ღონისძიების სპიკერები არიან, სხვადასხვა დარგის როგორც უცხოელი, ასევე ქართველი პროფესიონალები.

საკონტაქტო: 577 17 17 39 - სოფო ოხანაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

 

13:00 საათზე - თბილისში, Axis Towers-ის Pullman-ის სასტუმროში ჩატარდება საერთაშორისო დონის გამოფენა – ART KNIFE EXPO 2025.