10:30 საათზე - “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ისაუბრებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

10:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "თბილგაზის" ყოფილი დირექტორის, ყოფილი პოლიტპატიმრის გიორგი გვიჩიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "მიმართვა რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლებს".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

11:00 საათზე - “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "ოცნების და კობახიძის საარჩევნო მოსყიდვის სქემა"

მისამართი: ბელიაშვილის 68.

 

11:00 საათზე - ზუგდიდში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევა - დასახელდება ახალი სახელები და გვარები“.

საკონტაქტო ნომერი: 568 51 55 53

 

11:00 საათზე - სასტუმრო „Radisson Blu Iveria Hotel“-ში, ევროკავშირის მხარდაჭერით, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და საარჩევნო გარემოს შესახებ „დოიჩე ველე აკადემია“ პარტნიორებთან - „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ და „ღია სივრცე კავკასია“ (COS) - ორი კვლევის პრეზენტაციას გამართავს. კონფერენციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნის, ხოლო ღონისძიების დაწყებამდე, 11:00 საათზე, მედიის კითხვებს უპასუხებს.

მისამართი: რესპუბლიკის მოედანი N1.

საკონტაქტო პირი: ნინო გოგოლაშვილი - 577 74 17 21.

 

11:00 საათზე - ცენტრალურ შტაბში, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარს ინტენსიურად ყიდის, რათა საარჩევნოდ ლარის კურსი დაასტაბილუროს. ამით კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას".

 

13:00 საათზე - საია მედიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს წარუდგენს.

მისამართი: ჯანსუღ კახიძის #15

 

17:00 საათზე - საქართველოს მეცნიერების განათლებისა და კულტურის პროფკავშირი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: "პოზიცია თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის შესახებ; უკანასკნელი სამი წლის საჯარო ანგარიში და სამუზეუმო სფეროს კრიზისიდან გამოყვანის ხედვა“.

მისამართი: ლადო ასათიანის №62, „ფრონტლაინ საქართველო“.